ალი

ალი, სოფელი ისტორიულ სამხრ. საქართველოში, სამცხეში, ფოცხოვის ხეობაში (ახლანდ. თურქეთი).

განვითარებული ფეოდ. ხანიდან აქ მოქმედებდა ქართ. კულტურის თვალსაჩინო კერა – წმ. გიორგის სახ. მონასტერი.

ლიტ.: თაყაიშვილი ე., 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში, თბ., 1960; შარაშიძე ქრ., სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები. XIII – XV, თბ., 1982; ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ., 3, თბ., 1958.

ი. სიხარულიძე