თოხაძე თამაზ ლეონიდეს ძე

თოხაძე თამაზ ლეონიდეს ძე (16. X. 1928, ქ. ოზურგეთი, – 17. V. 1993, თბილისი), ოტორინოლარინგოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი (1970). 1951 დაამთავრა თსსი. 1970–71 იყო ამავე ინ-ტის პროფესორი, 1971-იდან – თსსი-ის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა კათედრის გამგე. თ-მ შექმნა სმენის გამოკვლევის ორი ორიგინ. მეთოდი. იკვლევდა ხორხის კიბოს ჰისტოლოგიურ თავისებურებებს. შეისწავლა ხახის ლიმფოიდური ორგანოების მიერ ინტერფერონის გამომუშავების ფუნქცია და განსაზღვრა ამ ორგანოების როლი ანტივირუსულ იმუნიტეტში.

თხზ.: ხახის ლიმფოიდური ორგანოების როლი ანტივირუსულ იმუნიტეტში, «საბჭოთა მედიცინა», 1971, N3; Некоторые гистохимические особенности предрака и рака гортани и их клиническое значение, Тб., 1969.