ბახფანდაგი

ბახფანდაგი, უღელტეხილი ჯავის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე 2925 მ. აკავშირებს ჯომაღისწყლის (ლიახვის მარჯვ. შენაკადი) ხეობას არდონის (მდ. თერგის შენაკადი) ხეობასთან.

ბ-ის მიდამოებში ალპ. ლანდშაფტია.