გულრიფში

გულრიფშის ერთ-ერთი ქუჩა

გულრიფში, (1975-მდე – ქვემოგულრიფში), დაბა (1975-იდან) დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთის არ), გულრიფშის მუნიციპალიტეტის ცენტრი. მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, სარკინიგზო და საავტ. მაგისტრალზე. ზ. დ. 20 მ, სოხუმიდან 13 კმ, თბილისიდან 431 კმ. 10,7 ათ. მცხ. (1989). გ. ზღვისპირა კლიმ. კურორტია. ჰავა – ზღვის ნოტიო სუბტროპიკული. იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 14,5ºС, იანვ. საშ. ტემპ-რა 6,2ºС, ივლ. 22,9ºС; აბსოლ. მინ. –12ºС, აბსოლ. მაქს. 41ºС. ზღვის ბრიზები რამდენადმე ანელებს ზაფხულის სიცხეს. ნალექები 1410 მმ წელიწადში. ფარდობითი ტენიანობა 72%. მზის ნათების ხანგრძლივობა 2100 სთ წელიწადში. სამკურნ. საშუალება – კლიმატოთერაპია. სამედ. ჩვენება: ფილტვების ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმა. სეზონი – მთელი წელი. 1991 გ-ში იყო სახლთსაშენი კომბინატი, საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმო, საბავშვო ბაღები, საშ. ზოგადსაგანმან. და სამუსიკო სკოლები, სუბტროპ. კულტურების სოხუმის საცდელი სადგური, საქართვ. მცენარეთა დაცვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის აფხ. მცენარეთა დაცვის საცდელი სადგური და სხვ.

შ. ლაშხია

გ. უშვერიძე