გვახარია ალექსანდრე კონსტანტინეს ძე

გვახარია ალექსანდრე კონსტანტინეს ძე (16. VII. 1891, ხონი, – 5. X. 1954, თბილისი), პედაგოგი, მეთოდისტი, საზ. მოღვაწე.

დაამთავრა ხონის სას. სემინარია (1910), თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი სიტყვიერების დარგით (1925). მუშაობდა მასწავლებლად ბულუხაურში (ლანჩხუთის რ-ნი), წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სასწავლებელში, ოზურგეთის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში, თბილ. ვაჟთა მე-2 გიმნაზიაში, მე-2 შრომის სკოლის სასწ. ნაწილის გამგედ, ი. გოგებაშვილის სახ. პედ. ტექნიკუმში, საქართვ. განათლების სამინისტროში, მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრ. ინ-ტში დაწყებით სკოლის სექტორის გამგედ. ავტორია სახელმძღვანელოებისა: „ბუნება და შრომა“ (შრომის სკოლის III ჯგუფისათვის, 1925), „მეთოდური სახელმძღვანელო“ (I კლასის მასწავლებელთათვის, 1939), „დედა ენა“ (I და II ნაწ., ვ. ძიძიგურთან ერთად) და სხვ.

ა. სამადაშვილი