თოიძე ბადრი ამირანის ძე

თოიძე ბადრი ამირანის ძე (24. X. 1941, სოფ. მაკვანეთი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 18. III. 2016, თბილისი), მომღერალი (ბანი), საქართვ. სახ. არტისტი (1990), ზ. ფალიაშვილის სახ. (1980) და საქართვ. სახელმწ. (2002) პრემიების ლაურეატი.

1967 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკ-ტი (ვ. ფალიაშვილის ხელმძღვანელობით). 1962–74 მღეროდა ანსამბლ „გორდელაში" (იყო მისი ერთ-ერთი დამაარსებელი). 1975-იდან იყო ანსამბლ „რუსთავის" (ხელმძღვ. ა. ერქომაიშვილი), სოლისტ-მომღერალი და ლოტბარი, 2000-იდან სიცოცხლის ბოლომდე კი – დირექტორი. მისი მონაწილეობით ანსამბლმა 500-ზე მეტი სიმღერის ფონოჩანაწერი გააკეთა. თ-მ გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. 1993-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თეატრისა და კინოს სახელმწ. უნ-ტში. არის ხელოვნების დოქტორი (2012), პროფესორი (2013).