თოიძე ირაკლი მოსეს ძე [14 (27). III. 1902, თბილისი, – 13. IV. 1985, მოსკოვი, დაკრძალულია თბილისში], ფერმწერი, გრაფიკოსი. საქართვ. სახ. მხატვარი (1980). საქართველოსა (1970) და რუსეთის (1951) ხელოვნ. დამს. მოღვაწე, თბილ. საპატიო მოქალაქე (1982). ხატვა დაიწყო 10 წლისამ. 12 წლის იყო, როდესაც გამოფინა თავისი ნახატები, ხოლო 17 წლის თ. „ქართველ მხატვართა საზოგადოებაში" მიიღეს. მისი პირველი მასწავლებელი მამამისი იყო. 1930 დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა მ. თოიძის მიერ დაარსებულ სამხატვრო სტუდიასა და თბილ. სამხატვრო აკადემიაში. იყო ქართვ. მხატვართა ახალგაზრდა თაობის აქტ. წარმომადგენელი. თანამშრომლობდა გაზეთების მოღვაწეთა პორტრეტების სერია. თ. ქართ. პლაკატის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისი პლაკატები გამოირჩევა თემატიკის აქტუალურობით. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა პლაკატმა „დედასამშობლო გვეძახის" (1941). იყო სტალინური პრემიის ოთხგზის ლაურეატი (1941, 1948, 1949, 1951). თ-ის ნამუშევრების დიდი კოლექცია თავმოყრილია მამის – მ. თოიძის სახლ-მუზეუმში (მ. ლაღიძის ქ. N1). რედაქციებთან: „ზარია ვოსტოკა", „რაბოჩაია პრავდა", იყო „რევოლუციის მხატვართა ასოციაციის" („AXP-ის") საქართვ. ფილიალის, შემდეგ კი „სარმის" თავ-რე. 1931-იდან ცხოვრობდა მოსკოვში.
თ-ის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია თემატიკის აქტუალურობა. ასრულებდა ჩანახატებს ნატურიდან, ქმნიდა ყოფით სურათებს („რევოლუცია", 1923, „კარნავალი" 1928; „სტალინი რიონჰესზე", 1936); ბევრსა და საინტერესოდ მუშაობდა ილუსტრაციის დარგში. დაასურათა „ვეფხისტყაოსანი" (1937), „საქართველოს ისტორია" (1950), შექმნა ქართვ. კულტურის მოღვაწეთა პორტრეტების სერია. თ. ქართ. პლაკატის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისი პლაკატები გამოირჩევა გამომხატველი და ძლიერი ნახატით. პოპულარობა მოიპოვა პლაკატმა „დედასამშობლო გვიხმობს“ (1941).
იყო სსრკ-ის სახელმწ. პრემიის ოთხგზის ლაურეატი (1941, 1948, 1949, 1951). თ-ის ნამუშევრების დიდი კოლექცია თავმოყრილია მამის – მ. თოიძის სახლ-მუზეუმში (მ. ლაღიძის ქ. N1).