თოდუა თემურ ტარიელის ძე

თოდუა თემურ ტარიელის ძე (15. VI. 1954, ზუგდიდი, – 2014, თბილისი), ისტორიკოსი, არქეოლოგი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1997). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1979). სამეცნ.-პედ. საქმიანობას ეწეოდა თსუ-სა და სტუ-ში. იკვლევდა პონტოს სამეფოსა და კოლხეთის, საქართველო-რომის ურთიერთობათა ასპექტებს, ანტ. ხანისა და ადრეული შუა საუკუნეების საქართველოს ისტ. და არქეოლ. საკითხებს. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომის, მ. შ. 8 მონოგრაფიისა. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია აშშ-ში, გერმანიაში, ინგლისში, იტალიაში, რუსეთში, ბულგარეთში, პოლონეთში.

თხზ.: რომაული სამყარო და კოლხეთი, თბ., 2003; რომის სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსია საქართველოში, თბ., 2006; ძველი კოლხეთი და გარე სამყარო, თბ., 2008; ანტიკური პოლისი, თბ., 2011; Крепости Митридата Евпатора в Колхиде. – «Вестник древней истории», 1988, №1; Колхида в составе Понтийского царства, Тб., 1990; Three inscriptions from Pityus on the Caucasus frontièr, «Saalburg Jahrbuch», 44, Mainz am Rhein, 1988; On the question of cultural development of the coastal toun of Colchis, «Polis et civitas», Napoli, 1992; Roman Phalerae from Colchis, «Acta Musei varnaensis», VIII,1, Varna, 2001; Stamps of Roman military unit from the Black sea littoral (Colchis). –In: Ancient West and East, V, Leiden-Boston, 2006; I romani nella Terra del vello d’oro, Ferara, 2012.