თოდუა ნუგზარ შალვას ძე

თოდუა ნუგზარ შალვას ძე (დ. 1. V. 1964, სოფ. დიდი ჭყონი, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1998). 1986 დაამთავრა თსუ-ის ვაჭრობის ეკონ. ფაკ-ტი. 1990-იდან მუშაობს თსუ-ში სხვადასხვა თანამდებობაზე; 2002-იდან ხელმძღვანელობს მარკეტინგის კათედრას. თ. არის ჟურნალების: „ეკონომიკა და ბიზნესის", „ახალი ეკონომისტის", „ბიზნესი და მენეჯმენტის" სარედაქციო კოლეგიის წევრი, თსუ-ის სამეცნ. შრომების კრებულის „მარკეტინგის აქტუალური საკითხების" სარედაქციო კოლეგიის თავ-რე, ასოციაცია „მარკეტინგული კვლევის ცენტრის" დამფუძნებელი და თავ-რე (2001-იდან). ავტორია მრავალი სამეცნ. შრომისა, მ. შ. ოთხი მონოგრაფიისა და ამდენივე სახელმძღვანელოსი. მისი სამეცნ. შრომები ეხება პროდუქციის კონკურენტუნარიანობისა და მომხმარებელთა ქცევის მარკეტინგული კვლევის საკითხებს. მიღებული აქვს თსუ-ის ჯორჯ შულცის სახ. ახალგაზრდა მეცნიერთა პრემია (1997), თსუ-ის სამეცნ. პრემია სახელმძღვანელოსათვის „საქონლის ექსპერტიზა საერთაშორისო ვაჭრობაში" (1999).

თხზ.: ტურიზმის ბაზრის მარკეტინგული კვლევა და მისი განვითარების სტრატეგიები აჭარაში, თბ., 2006; საქართველოს ინტერნეტ ბაზრის მარკეტინგული კვლევა, თბ., 2008; საქართველოს ბაზარზე მომხმარებელთა ქცევის მარკეტინგული კვლევა, თბ., 2012.