თოდუა პავლე ანდრიას ძე (დ. 10. VI. 1941, სოხუმი), ფიზიკოსი. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (1990). 1964 დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი. 1964– 69 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. კიბერნ. ინ-ტში (ამჟამად – სტუ-ის კიბერნ. ინ-ტი), 1969–72 – სსრკ მეცნ. აკად. პ. ლებედების სახ. ფიზ. ინ-ტში, ხოლო 1973-იდან – სსრკ სახსტანდარტის მეტროლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. არის ღია სააქციო საზ-ბა „ზედაპირისა და ვაკუუმის შემსწავლელი სამეცნ.-კვლ. ცენტრის” გენერალური დირექტორი, მოსკოვის ფიზ.ტექ. ინ-ტის ფიზიკური და კვანტური ელექტრონიკის ფაკ-ტის დეკანი, ნანომეტროლოგიის კათედრის დამაარსებელი და გამგე, სამეცნ.-სასწავლო ცენტრის „ნანოტექნოლოგიები” დამაარსებელი. თ-ს სამეცნ.-კვლ. მუშაობის მიმართულებაა სიგრძის ზემაღალი სიზუსტით გაზომვების თეორია და ტექნოლოგია. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომისა და რამდენიმე პატენტის ავტორი. 2002 მიენიჭა „რუსეთის ფედერაციის საპატიო მეტროლოგის" წოდება.
თხზ.: Нанотехнологии, метрология, стандартизация и сертификация в терминах и определениях (თანაავტ. М. Ковальчук), М., 2009.