ბაღდადი

ბაღდადი, ქართველი ქალის თავსაბურავის ერთ-ერთი ელემენტი XIX ს-ში. ბ. ოთხკუთხა მოყვანილობის სადა ან სახეებიანი აბრეშუმის ქსოვილის თავსაფარია, ზოგჯერ ფოჩებიანი. მეტწილად ხმარობდნენ უქმე დღეებში. მოკეცილ ბ-ს ლეჩაქის ზემოდან მოიხვევდნენ. მისი სახელწოდება ქ. ბაღდადთან უნდა იყოს დაკავშირებული, საიდანაც ძველად შემოჰქონდათ ძვირფასი თავსაფრები. „ბაღდადი“ ერქვა აგრეთვე მამაკაცის დიდ ხელსახოცს.

ლ. მოლოდინი