თელია ალექსანდრე (დავით) ზაქარიას ძე

თელია ალექსანდრე (დავით) ზაქარიას ძე (დ. 30. VI. 1954, თბილისი), იმუნოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1998). 1978 დაამთავრა თსსი, 1993-იდან თსსუ-ის ალერგოლოგიის და კლინ. იმუნოლოგიის კათედრაზე ეკავა სხვადასხვა თანამდებობები; მ. შ. 1996–2001 იყო კათედრის გამგე, 2003–05 – ექსპერიმენტული და კლინ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი, 2005–06 – თსსუ-ის რექტორი. 2006-იდან თსსუ-ის ალერგოლოგიის და კლინ. იმუნოლოგიის მიმართულების სრული პროფესორია.

თ. არის საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი (1977-იდან), 2000-იდან – საქართვ. ასთმოლოგთა, ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, 2012-იდან – საქართვ. ექიმთა პოსტდიპლომური ასოციაციის პრეზიდენტი, საქართვ. სამედ.-ბიოლ. აკადემიის წევრი (1998).

თ-ს სამეცნ. შრომები ეხება ალერგოზების ეპიდემიოლოგიას, ბრონქული ასთმის, კვებითი ალერგიის და ატოპიური დერმატიტის შესწავლას ბავშვთა და მოზრდილთა პოპულაციაში და სხვა.

თხზ.: კლინიკური კვლევების წარმოების და განხორციელების მეთოდოლოგიის საფუძვლები, წგ. 1–2, თბ., 2001–06.