თელია ზაქარია (შაქრო) ლევანის ძე (5. V. 1931, აბაშა, – 14. IX. 2013, თბილისი), გრაფიკოსი. დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1958). მისი პედაგოგები იყვნენ ვ. გრიგოლია და ვ. კეშელავა. 1962-იდან იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1998-იდან – პროფესორი). მისი შემოქმედების მთავარი თემაა ქართ. პეიზაჟი და ინდუსტრიული მშენებლობანი. აღსანიშნავია თ-ს ფერადი ლინოგრავიურები.
ნამუშევრები: „ფოლადის გამოდნობა" (1967), „ზამთარი" (1968), სერია „ინდუსტრიული ქალაქები" (1970), „ენგურჰესის მშენებლობა" (1971), „თბილისის აღმშენებლობა" (1976), „ბორჯომის ხეობა" (1982) და სხვ. მონაწილეობდა როგორც რესპ. და საკავშ., ისე საზღვარგარეთ მოწყობილ გამოფენებში (პოლონეთი – 1965, ჩეხოსლოვაკია – 1965, გერმანია – 1968). მისი ნამუშევრები დაცულია დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეაში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2002).