ბაქრაძე დავით ილიას ძე (10. I. 1912, ხარაგაული, ‒ 8. XII. 1977, თბილისი), საბჭოთა კავშირის გმირი (7. VIII. 1944).
დაამთავრა თბილ. სატყეო-ტექ. ინ-ტი (1938). 1940-იდან მსახურობდა წითელ არმიაში. II მსოფლიო ომის (1939‒45) დროს, 1941 დეკ. ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს. 1942 აგვ-დან ს. კოვპაკის პარტიზ. რაზმში იბრძოდა. განვლო საბრძოლო გზა ათეულის მეთაურიდან პარტიზ. პოლკის მეთაურამდე. მონაწილეობა მიიღო 168 ბრძოლაში. 1945-იდან მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ საბჭ. და სამეურნეო თანამდებობაზე. იყო. სსრკ II–III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ავტორია წიგნებისა: „გმირთა სისხლით“ (1950), „ძველ გზებსა და ბილიკებზე“ (1965), „ლეგენდარული რეიდი“ (1968).
დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენითა, და სხვა სახ. ჯილდოებით.
ტ. ჩინჩილაკაშვილი