ბეჩო

ბეჩო, ისტორიული თემი ზემო სვანეთში. აერთიანებდა 11 სოფელს. შედიოდა ე. წ. სადადეშქელიანო სვანეთის შემადგენლობაში. სვანეთში რუს. მმართველობის დამყარების შემდეგ (XIX ს. 50-იანი წწ.) ბ-ს ტერიტორიაზე, სოფ. მაზერში, იყო სვანეთის საბოქაულოს ადმ. ცენტრი. ამჟამად ბ-ს ისტ. თემის ტერიტორია და სოფლები შედის მესტიის მუნიციპალიტეტში.

გ. გასვიანი