თუშმალიშვილი გიორგი ალექსანდრეს ძე (1.V.1921, თბილისი, – 18. III. 2006, იქვე), მეღვინე. 1933 დაამთავრა საქართვ. სას.სამ. ინ-ტი. მუშაობა დაიწყო ყულარის (მარნეული) ღვინის ქ-ნაში. მიწვეული იყო მასანდრის ღვინის ქ-ნაში (ყირიმი) მთ. სპეციალისტად. საქართველოში დაბრუნების შემდეგ სხვადასხვა დროს იყო თბილ. შამპანური ღვინოების ქ-ნის დირექტორი, „სამტრესტის" მმართველი, საგარეჯოს საექსპორტო ღვინოების ქ-ნის დირექტორი, მებაღეობა-მეღვინეობის სამეცნ.კვლ. ინ-ტში ხელმძღვანელობდა მეღვინეობის განყ-ბას. წლების განმავლობაში იყო „სამტრესტის" მთ. მრჩეველ-კონსულტანტი.
თ. იყო სსრკ მეღვინეობის ცენტრ. სადეგუსტაციო ჟიურის წევრი, მრავალჯერ იყო მიწვეული საერთაშ. დეგუსტაციებსა და კონკურსებზე ჟიურის წევრად.
თ. უშუალოდ ხელმძღვანელობდა საქართველოში ახ. ღვინის ქ-ნების მშენებლობას. მონაწილეობდა ახ. სამარკო ღვინოებისა და კონიაკების ნაირსახეობების შექმნაში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლიტ.: В а л у п к о Г., Жизнь замечательных виноделов, Симферополь, 2008.
ბ. კალანდაძე