თუმანიშვილი გიორგი პავლეს ძე [19(31). X. 1872, ქუთაისი, – 1937], რკინიგზის მშენებელი ინჟინერი. დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინ-ტი (1896). 1896–1902 მუშაობდა თბილისი–ერევნის რკინიგზის ხაზის მშენებლობაზე უბნის უფროსად, შემდგომ – ამ ხაზის მმართველად. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს მთ. ინჟინერი (1906–18); გაიყვანა კახეთის (1915–19), ნატანები–ოზურგეთის, სენაკი–გაგრის რკინიგზები (1922–25). 1925 დაინიშნა საქართვ. გზატკეცილების სამმართველოს უფროსად. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს კონსულტანტი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.