თუმანიშვილი დიმიტრი გრიგოლის ძე (25. III. 1950, თბილისი, - 7. IV. 2019, იქვე), ხელოვნების ისტორიკოსი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1991). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1973). 1977-იდან მუშაობს საქართვ. მეცნ. აკად. გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტორიის ინ-ტში (2006-იდან – გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნ. ცენტრი). 1999–2006 იყო ინ-ტის დირექტორის მოადგილე. 2008-იდან დღემდე არის ეროვნ. ცენტრის სამეცნ. საბჭოს თავ-რე. ეწევა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას თბილ. სამხატვრო აკადემიაში, ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ში, თბილ. სას. სემინარია-აკადემიასთან არსებულ საღვთისმეტყველო ინ-ტში. თ-ის კვლევის საგანია შუა საუკუნეების და ახ. დროის ქართ. ხუროთმოძღვრება, აქვს წერილები ხელოვნებათმცოდნეობის ცალკეულ თეორ. საკითხებზე, ქართ. ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიაზე, ქართ. კულტ. მოღვაწეებზე. არის ქართ. ხელოვნებისადმი მიძღვნილი საერთაშ. სიმპოზიუმების (1977, 1983, 1989, თბილისი) მონაწილე.
თხზ.: წერილები, ნარკვევები, თბ., 2001; გელათი–900, თბ., 2007 (თანაავტ.); გზაჯვარედინზე. წერილები, ნარკვევები, თბ., 2008; მცხეთის წმ. ჯვრის ტაძარი, თბ., 2008 (თანაავტ.); ქართული ქრისტიანული ხელოვნება, თბ., 2008 (თანაავტ.); გზად ხელოვნებისკენ, თბ., 2015.