თუმანიშვილი დიმიტრი იოსების ძე

თუმანიშვილი დიმიტრი იოსების ძე (დ. წ. უცნობია, – გ. 1821), პოეტი. მდივნად იყო ერეკლე II-ის, შემდეგ გიორგი XII-ის კარზე. მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტ. ურთიერთობის დამყარებაში. თ-ის პოეზიას ბესიკის ლირიკის გავლენა ატყვია. მისი ლექსებისათვის დამახასიათებელია გრძნობის სიცხოველე, სევდიანი განწყობილება, მწიგნობრული, მაღალფარდოვანი სტილი, განყენებული სახეებისა და ცნებების სიუხვე, უცხო ლექსიკის გამოყენება. მასვე ეკუთვნის სახოტბო და ფილოს.-რელიგ. ხასიათის ლექსები. თ-ის ლექსი „ახალ აღნაგო" პოპულ. სიმღერად იქცა, ითარგმნა რუსულად და ინგლისურად. სიმღერას დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია ა. პუშკინზე, რ-მაც ეს ფაქტი აღნიშნა თხზულებაში „მოგზაურობა არზრუმში". თ-ის სიმღერა ნოტებზე გადაიტანა ზ. ფალიაშვილმა.

თხზ.: ლექსები, მ. ხელთუბნელის რედ., თბ., 1938; [წიგნში] რ უ ხ ა ძ ე  ტ., ძველი ქართული ლირიკის ისტორიიდან, თბ., 1954.

ლიტ.: ლ ე ო ნ ი ძ ე  გ., ალ. პუშკინი და ქართული სიმღერა, კრ.: ა. ს. პუშკინი საქართველოში, თბ., 1938.

გ. მიქაძე