თუმანიშვილი იოსებ ნიკოლოზის ძე

თუმანიშვილი იოსებ ნიკოლოზის ძე (1867, გორი, – 1950, თბილისი), მეან-გინეკოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, საქართვ. დამს. ექიმი (1941). 1893 დაამთავრა მოსკოვის უნპტის სამედ. ფაკ-ტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ვარშავის, ბერლინისა და ვენის გინეკოლოგიურ კლინიკებში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იყო თბილ. მიხეილის საავადმყოფოს და ამიერკავკასიის ოლღას სახ. სამეანო ინ-ტის გინეკოლოგიური განყ-ბის გამგე, საქართვ. რესპ. ჯანდაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი, თ. მრავალი ნაშრომის ავტორია მეან-გინეკოლოგიის დარგში. შეისწავლა ბადექონის შემწოვი თვისებები, ფიბრომიოზულ საშვილოსნოში ორსულობის გართულებები და სხვ.

ჯ. ქორჩილავა

რ. შენგელია