თუმანიშვილი ისააკ შიოს (სოლომონის) ძე

თუმანიშვილი ისააკ შიოს (სოლომონის) ძე (1803, თბილისი, – 23. IV. 1880, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1869). რუსეთ-ოსმალეთის, (1828–29) და ყირიმის (1853–56) ომების მონაწილე. 1860 მიენიჭა გენ.-მ-ის წოდება. 1863-იდან მეთაურობდა ნავაგინის 78-ე ქვეით პოლკს, ირიცხებოდა კავკასიის არმიაში, 1868–69 თავმჯდომარეობდა კავკასიის არმიის მთავარი შტაბის საველე აუდიტორიატს (სამხ. სასამართლო). 1871–79 იყო თბილისში ამიერკავკასიის საიმპერატორო ქალთა ინ-ტის სამეურვეო საბჭოსა და რუს. საიმპერატორო გეოგრ. საზ-ბის კავკასიის განყ-ბის წევრი.

დაჯილდოებულია ოქროს იარაღით, წმ. ანას I, წმ. სტანისლავის I, თეთრი არწივის და წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენებით. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.

მ. გოგიტიძე