თუმანიშვილი ლევან კონსტანტინეს ძე (4. X. 1881, თბილისი, – 27. VII. 1948, კემბრიჯი, აშშ), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1917). გენ.-ლ. კ. თუმანიშვილის შვილი. თ. იყო რუსეთ-იაპონიისა (1904–05) და I მსოფლიო (1914– 18) ომების მონაწილე. 1913–15 – დას. ფრონტის 22-ე საარტ. დივიზიის მე-2 ბატარეის მეთაური, 1916-იდან – დივიზიონის მეთაურის მოადგილე. სამოქალაქო ომის დროს რუსეთიდან ემიგრაციაში წავიდა.
დაჯილდოებულია წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით და წმ. გიორგის იარაღით.
ლ. დოლიძე