თუმანიშვილი სულხან გორჯასპის ძე, XVIII ს. II ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი. 1787–93 იყო საქართველოს წარმომადგენელი რუსეთის სამეფო კარზე. ცდილობდა რუსეთ-ოსმალეთის (1787–91) ომის შემდეგ დადებულ საზავო ხელშეკრულებაში გაეთვალისწინებინათ ქართლ-კახეთის სამეფოს ინტერესები. მართლაც, იასის საზავო ხელშეკრულებით 1791 ოსმალეთი პირობას დებდა, რომ ახალციხის საფაშოს ქართ. მოსახლეობას თურქეთის მხრიდან არავითარი საშიშროება არ ელოდა.
გ. აკოფაშვილი