ბესარიონი (გ. 15. XI. 1773), დას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1742–69. შოშიტა რაჭის ერისთავის ძე.
ბ. თავდაპირველად მეფის მიმართ ლოიალობას იჩენდა. შემდეგ სოლომონ I-ის ცენტრალური პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში დაუკავშირდა თავის ძმას როსტომს რაჭის ერისთავს და დისწულს ‒ ოდიშის მთავარს კაცია დადიანს. 1768 ბ. სოლომონის წინააღმდეგ დახმარების სათხოვნელად ეწვია ახალციხის ფაშას, რ-მაც იგი დააპატიმრა.
ბ. პატიმრობიდან გაიქცა. მეფესთან კონფლიქტის გამო ბ. გადააყენეს. ოდიშის მთავარმა სოლომონის საწინააღმდეგოდ ბ. ოდიშის კათოლიკოსად დასვა და სამთავროში შემავალი ეპისკოპოსები დაუქვემდებარა.
ახ. კათოლიკოს-პატრიარქი იოსები არ სცნობდა ბ-ის საეკლ. უფლებებს ოდიშზე, რის გამოც მათ მუდმივი დავა ჰქონდათ.
ლიტ.: ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII–XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, «მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31.
ბ. ლომინაძე