თვალჭრელიძე ალექსანდრე გიორგის ძე

თვალჭრელიძე ალექსანდრე გიორგის ძე (დ. 13. VIII. 1949, თბილისი), გეოლოგი. გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1984), პროფესორი (1985), საქართვ. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკად. ნამდვილი წევრი (1999). 1971 დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტი. 1974–89 თ. მუშაობდა კავკასიის ა. თვალჭრელიძის სახ. მინერ. ნედლეულის ინ-ტში (მეცნიერი თანამშრომელი, სექტორის გამგე), 1989–94 – ა. ჯანელიძის სახ. გეოლ. ინ-ტში (განყ-ბის გამგე, დირექტორის მოადგილე). 1985–89 და 1998–2005 იყო თსუ-ის პროფესორი, 1999–2001 – საქართვ. საერთაშ. სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი, 2003–04 – საქართვ. გეოლ. სახელმწ. დეპარტამენტის თავ-რე, 2004–05 – სამთო პროექტების გენერალური დირექტორი, 2010–14 – შპს „ჯორჯიან მინერალსის" დირექტორი (წარმომადგენელი საქართველოში).

თ. 2009-იდან არის კავკასიის ა. თვალჭრელიძის მინერ. ნედლეულის ინ-ტის განყ-ბის გამგე, 2015-იდან – შპს გეოლ. მომსახურების ცენტრის გეოლ. პროექტების მენეჯერი, თსუ-ის მოწვეული პროფესორი.

თ-მ აღმოაჩინა, დათვალა მარაგი და უზრუნველყო სამთო საქმიანობის დაწყება ჩოვდარის ოქროს საბადოზე (აზერბაიჯანი), მუშაობდა სოფ. ზესხოს კოლჩედანურ სპილენძპიროტინულ საბადოზე (საქართველო) და ბელოუსოვსკის კოლჩედანურ მაღაროზე (ყაზახეთი).

თ. არის საქართველოს და რუსეთის მინერალოგიური საზოგადოებების წევრი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. 19 მონოგრაფია. არის მთავარი რედაქტორი და გამომცემელი საქართველოში, რუსეთში, გერმანიასა და ნიდერლანდში გამოცემული 5 საერთაშ. სამეცნ. კრებულისა. მონაწილეობს საერთაშ. პროექტებში.