თვალჭრელიძე გიორგი ალექსანდრეს ძე

თვალჭრელიძე გიორგი ალექსანდრეს ძე [27. XII. 1914 (9. I. 1915), ქ. ნოვოჩერკასკი, რუს. ფედერაცია, – 3. XII. 1991, თბილისი], გეოლოგი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1979), გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1959), პროფესორი (1961), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1973). 1938 დაამთავრა საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტის სამთო-გეოლ. ფაკ-ტი. 1946–81 მუშაობდა ა. თვალჭრელიძის სახ. კავკასიის მინერ. ნედლეულის ინ-ტში, 1981–88 იყო საქართვ. მეცნ. აკად. ა. ჯანელიძის სახ. გეოლ. ინ-ტის დირექტორი; 1988-იდან – ამავე ინ-ტის დირექციის მრჩეველი. თ. იკვლევდა სასარგებლო წიაღისეულის გეოლ. და მეტალოგენიის საკითხებს. თავის ნაშრომებში განაზოგადა საქართველოს, კავკასიის და მთელი ხმელთაშუა ზღვის სარტყლის ქვეყნებში ენდოგენური მეტალოგენიისა და სასარგებლო წიაღისეულის განაწილების კანონზომიერების საკითხები. ხელმძღვანელობდა მეტალოგენიურ კვლევებს კავკასიაში, მისი თაოსნობით და უშუალო მონაწილეობით შედგა კავკასიის, ყირიმის, კარპატებისა და ბალკანების მეტალოგენიური რუკები. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-ში. თ. იყო მადნეული საბადოების გენეზისის საერთაშ. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, საკავშ. აკად. მადანწარმოშობის საბჭოს კავკ. სექციის თავმჯდომარე, კავკასია-ყირიმ-კარპატების პეტროგრაფიული საბჭოს თავმჯდომარე, საკავშ. პეტროგრაფიული კომიტეტის წევრი და სხვ. მიღებული აქვს საქართვ. მეცნ. აკად. ა. ჯანელიძის სახ. პრემია (1986) და სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Эндогенная металлогения Грузии, М., 1961; Рудные провинции мира. Средиземноморский пояс, М., 1972; Металлогенические особенности главных типов вулканических поясов, М., 1977.

მ. ყუფარაძე