კანდელაკი ალექსანდრე ეპიფანეს ძე [17(29). IV. 1885, ქუთაისი, – 14. VII. 1966, თბილისი], თერაპევტი. საქართვ. დამს. ექიმი (1946). საექიმო-შრომითი ექსპერტიზის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.
1912, მოსკოვის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სანქტ-პეტერბურგის ჰოსპიტალური თერაპიის კლინიკის ორდინატორად. I მსოფლიო ომის დროს გაჰყვა წითელი ჯვრის ჰოსპიტლის შემადგენლობას ფრონტის განაპირა ქალაქებში. იყო მოსკოვის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის თანამშრომელი (1916–19), ქ. თბილისის რკინიგზის სამედ. სამსახურის მთ. ექიმი (1919–20), ქალაქის I საავადმყოფოს თერაპიული განყ-ბის გამგე (1921–66).
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლიტ.: გამცემლიძე მ., ლაბაძე რ., ალექსანდრე კანდელაკი, თბ., 1972.