კანდელაკი ელეონორა (ნელი) ნიკოლოზის ასული

ე. კ ა ნ დ ე ლ ა კ ი. "ერნესტ ჰემინგუეის სახლი კუბაზე". 1967.

კანდელაკი ელეონორა (ნელი) ნიკოლოზის ასული (21. I. 1929, თბილისი, – 27. XII. 2004, იქვე), მხა­ტვა­რი. სა­ქართვ. დამს. მხა­ტვარი (1971). სწავლობდა თბილ. სა­ხელმწ. სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკ-ტზე (1952–58; პედაგოგები – კ. სანაძე, ა. ქუ­თათელაძე, ვ. შუხაევი). იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. იყო აკადემიის მოსამზადებელი კურსების დირექტორი (1979–2001). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1962-იდან. ნამუშევრები: პორტრეტები – „ნიკოლოზ კანდელაკი" (1958), „ირაკლი აბაშიძე", „გიორგი ლეონიძე", „იოსებ გრიშა­შვი­ლი", „ლეო ქიაჩელი" (ყველა 1959), „ფრიდონ ხალვაში", „პარმენ ლორია" (ორივე 1960), „გენერალი აბრამიძე" (1965), „ერნესტ ჰემინგუეის სახლი კუბაზე" (1967), „გალაკტიონ ტაბიძე" (1971), "თამარ თეთრაძე" (1976), "ყირიმი" (1981) და სხვ. გამოფენები: "კუბა მხატვრის თვალით" (1968, თბილისი), ­"სა­ქარ­თვე­ლოს სსრ სახვითი ხელოვნება" (1987, მოსკოვი); პერსონალური – თბილისი (1977, 1996) და სხვ. მისი ნამუშევრები და­ცუ­ლია ბათუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, საქარ­თვე­ლოს ლიტერატურის მუზეუმში, კუბის, რუსეთის, საფრანგეთის, სომხეთისა და სხვა კერძო კოლექციებში.