კანდელაკი თეიმურაზ ელიზბარის ძე (დ. 19. VIII. 1941, თბილისი), სატყეო მეურნეობის ინჟინერი, ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1987), პროფესორი (1988), საქართვ. საინჟინრო აკად. ნამდვ. წევრი (2011). საქართვ. დამს. მეტყევე (2001), საქართვ. მეტყევეთა ასოციაციის პრეზიდენტი (2010). ადგილ. მერქნის შემცვლელი ნედლეულის სამრეწვ. გამოყენების ერთ-ერთი მკვლევარი. დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის სატყეო-სამ. ფაკტი (1964). 1965-იდან მუშაობს საქართვ. სას.-სამ. ინ-ტში, იყო სამეცნ.-კვლ. სექტორის უფროსი (1974–83), სატყეო ეკონომიკის, ტაქსაციისა და ხეტყის დამზადების კათედრის გამგე (1983– 2006), რეორგანიზაციის შემდეგ – მეტყევეობის, ლანდშაფტური დაგეგმარებისა და სატყეო მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსი (2006–07), საქართვ. აგრ. უნ-ტის სატყეო დეპარტამენტის უფროსი (2007–11), 2011-იდან ამავე დეპარტამენტის სრული პროფესორია. 1997–2001 იყო საქართვ. სატყეო მეურნეობის სახელმწ. დეპარტამენტის თავ-რის მოადგილე. არის საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის საქართვ. მთიანეთის პრობლემების კომპლ. შესწავლის კომისიის წევრი (2011-იდან), საქართვ. პარლამენტის გარემოს დაცვისა და რესურსების კომიტეტის სამეცნ.-საკონსულტაციო საბჭოს წევრი (2013-იდან), რამდენიმე საერთაშ. ჟურნალის რედკოლეგიის წევრი.
კ. მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორია, მ. შ. მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების. გამოქვეყნებული აქვს შრომები სსრკ-სა და საზღვარგარეთის ქვეყნებში. მისი სამეცნ. შრომები ეხება ტყის რესურსების გამოყენების, სატყეო სექტორის ეკონომიკის, მენეჯმენტის, მარკეტინგისა და მერქნის შემცვლელი ნედლეულის სამრეწვ. ათვისების პრობლემებს. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).
თხზ.: საქართველოს მერქნული ენერგეტიკული რესურსების პოტენციალი და მისი ეფექტიანი გამოყენება, თბ., 2010; სატყეო მარკეტინგი (სახელმძღვანელო), თბ., 2010; Проблемы промышленного освоения местных ресурсов – заменителей древесного сырья, Тб., 1985; Forest Resources of Europe, CIS, North America, Australia, Japan and New Zealand. – UN-ECE/FAO Contribution to the Global Forest Resources Assessment 2000. Main Report, N. Y. – Geneva, 2000.
ლ. აბრამიშვილი