კანდელაკი თეიმურაზ შალვას ძე (25. II. 1928, თბილისი, – 21. XII. 2003, იქვე), არქიტექტორი. არქიტექტურის კანდიდატი (1967). საქართველოს დამს. არქიტექტორი (1967). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1952). სხვადასხვა დროს მუშაობდა "თბილქალაქპროექტში", "საქქალაქმშენსახპროექტში", "სოიუზგიპროტორგში" (მოსკოვი). იყო საქართვ. კულტურის სამინისტროს სახვ. ხელოვნ. და ძეგლთა დაცვის სამმართველოს უფროსი (1964–73). 1959-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა სპი-ში (1991- იდან სტუ), ხოლო 1985–2003 – თბილ. სამხატვრო აკადემიაში (დოცენტი 1974-იდან). ნამუშევრები: განთიადის ბაზილიკის (VI ს.) რესტავრაციის პროექტი (გაგრის მუნიციპალიტეტი; 1952, არქიტ. დ. მორბედაძესთან ერთად), საცხოვრ. სახლები თბილისში: დავითაშვილის (ახლანდ. ამაღლების ქ., №35, 1955), მცხეთის ქ., №2 (1962, არქიტ. რ. ბაირამაშვილთან და არქიტ. დ. მორბედაძესთან ერთად), ცაგერის ქ., №4 (1973), ვახტანგ გორგასლის ძეგლი თბილისში (1967, მოქანდაკე ე. ამაშუკელთან და არქიტ. დ. მორბედაძესთან ერთად), ერეკლე II-ის ძეგლი თელავში (1971, მოქანდაკე მ. მერაბიშვილი) და სხვ. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. შრომები. მონაწილეობას ღებულობდა ქართ. ხუროთმოძღვრული ძეგლების აზომვაში – აწყურის ციხე (1949), რუისისა (1951) და ბაგრატის ტაძრები (1953–54) და სხვ.
ლიტ.: ნ ა ხ უ ც რ ი შ ვ ი ლ ი კ., თეიმურაზ კანდელაკი. არქიტექტორი, თბ., 2003.
თ. გერსამია