კანდელაკი ციალა გაიოზის ასული

ც. გ. კანდელაკი

კანდელაკი ციალა გაიოზის ასული (დ. 29. III. 1930, თბილისი), მხა­ტვა­რი. სა­ქართვ. დამს. მხა­ტვარი (1987). 1952–58 სწავლობდა თბილ. სა­ხელმწ. სამხატვრო აკად. ფერწერის ფაკ-ტზე (პედაგოგები: უ. ჯაფარიძე, გ. ჯაში, ბ. შებუევი, ი. გაბა­შვი­ლი, კ. სანაძე). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1959-იდან. ძირითადი ნამუშევრები: „დიდება გმირებს", „სვანეთი", „მიხეილ ხერგიანი", „იმერეთის პეიზაჟი"; პორტრეტები: „ზინაიდა კვერენ­ჩხილაძე", „ლალო გუჯაბიძე", „ოთარ რჩეული­შვი­ლი", „გიორგი ბოჭორიშვი­ლი", „ლადო ასათიანი" (ყველა ქაღალდი, პასტელი). პერსონალური გამოფენები: ხელოვნების მუშაკთა სახლი (1976), სა­ქართვ. ეროვნ. გალერეა (2001), შ. ამირანა­შვი­ლის სახ. ხელოვნების მუზეუმი (2010). 1958– 2016 მუ­შა­ობ­და ხატვისა და ფერწერის კაბინეტის გამგედ, სხვა­დასხვა წრის პედაგოგად მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნ. სასახლეში (ყოფ. პიო­ნერთა და მოსწავლეთა სასახლე).

თ. გერსამია