გულყვითელა, ნარგიზელა (Calendula)

გულყვითელა. სამკურნალო გულყვითელა (Calendula officinalis).

გულყვითელა, ნარგიზელა (Calendula), მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ერთ ან მრავალწლოვანი ბალახი, იშვიათად ბუჩქბალახებია. აქვთ ჯირკვლოვანი ბეწვებით მოფენილი ღერო, მოგრძო-ლანცეტა ფოთლები, მოზრდილ კალათებად შეკრებილი ნარინჯისფერი ან ყვითელი ყვავილები. გვარი აერთიანებს 20-ზე მეტ სახეობას, რ-ებიც გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. საქართველოში ბუნებრივად იზრდება ერთწლოვანი სახეობა: C. arvensis, იშვიათად გვხვდება თბილ. სამხრ-ით მდებარე რ-ნებში, დანაგვიანებულ ადგილებზე; C. gracilis იზრდება ქიზიყში (ელდარის ველი), მშრალ ფერდობებზე. სამკურნ. გ. (C. officinalis) მოჰყავთ სამკურნ. და დეკორ. მიზნით.

მ. გურგენიძე