თოფურია სერგო ბაგრატის ძე (27. XII. 1931, სოფ. ხუნწი, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, – 15. III. 2011, თბილისი), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1973), პროფესორი (1976), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1987). დაამთავრა სოხუმის სახელმწ. პედ. ინ-ტი (1953). 1960– 66 იყო საქართვ. სუბტროპიკული მეურნეობის ინ-ტის (სოხუმი) მათ. და თეორ. მექანიკის კათედრის გამგე, 1967-იდან – სტუ-ის ზოგადი მათემატიკის კათედრის გამგე. თ-ს შრომები ეძღვნება ორთოგონალური მწკრივებისა და მათი გამოყენების საკითხებს. ავტორია უმაღლესი მათ. სრული კურსისა (თეორია და ამოცანათა კრებული ტ. 1–5, თბ., 1988–93) და საშუალო სკოლებისათვის განკუთვნილი დამხმარე სახელმძღვანელოებისა (2 ტომად). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1998), გიორგი ნიკოლაძის მედალი (2002).
თხზ.: Ряды Фурье–Лапласа на сфере, Тб., 1987; Граничные свойства продифференцированного интеграла Пуасცона для различных областей и их некоторые применения, Тб., 2003.