ელიაშვილი ლეონტი ვასილის ძე (17. VI. 1893, სოფ. გელათი, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი, – 20. VIII. 1958, თბილისი), მეან-გინეკოლოგი და ჯანდაცვის ორგანიზატორი. მედ. მეცნ. დოქტორი (1930), პროფესორი (1936), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1957). 1920 დაამთავრა პეტროგრადის სამხ.-სამედ. აკადემია. 1943–58 განაგებდა თბილ. ექიმთა დახელოვნების სახელმწ. ინ-ტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას. ე-ის თაოსნობით გაიხსნა პირველი საკოლმეურნეო სამშობიარო სახლები საქართველოში, 2 სამშობიარო სახლი თბილისში (1937), შეიქმნა ქალთა კონსულტაციები. 1955–59 იყო თბილ. მეან-გინეკოლოგთა სამეცნ. საზ-ბის თავ-რე. იკვლევდა საკვერცხეების მორფოლოგიასა და ფუნქციას საშვილოსნოს ამოკვეთის შემდეგ, ნიკოტინის გავლენას ქალის სასქესო სფეროზე, ქალის სასქესო ჯირკვლების ინკრეტულ ფუნქციას, საქართველოში სამეან-გინეკოლ. დახმარების განვითარების საკითხებს და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: საკვერცხეები საშვილოსნოს ამოკვეთის შემდეგ, ტფ., 1930.
ლიტ.: გ ი გ ი ნ ე ი შ ვ ი ლ ი მ., ადამიანთა ჯანმრთელობის სამსახურში, თბ., 1972.