თორელი გამრეკელ კახას ძე

თორელი გამრეკელ კახას ძე, XIII ს. 30–40-იანი წლების მოღვაწე, ქართველი დიდგვაროვანი ფეოდალი, ახალქალაქის (ე. ი. ჯავახეთის) ერისთავთერისთავი, მეჭურჭლეთუხუცესი. 30-იან წლებში სხვა დიდ ფეოდალებთან ერთად მიენდო მონღოლებს, რ-ებმაც თ-ს დაუტოვეს მისი სამამულე და სახელო ქვეყნები. 1245 თ. მონღოლებმა ერთ-ერთი დუმნის (ჯავახეთი და სამცხე კარნუ-ქალაქამდე) თავად დანიშნეს. მონაწილეობდა კოხტასთავის შეთქმულებაში მონღოლთა წინააღმდეგ. მომხრე იყო დავით ლაშას ძის გამეფების. 40იანი წლების შემდეგ ის წყაროებში აღარ იხსენიება.

წყარო იხ. სტ-თან თორელი  გ. კ.

ლიტ.: კ ა კ ა ბ ა ძ ე  ს., მიქელ კათალიკოსის დაწერილი ორი სიგელი XIII საუკუნისა, «საისტორიო მოამბე», 1945, ტ. 1. იხ. აგრ. სტ-თან თორელები.

ნ. შოშიაშვილი