ბაგრატ II (გ. 994), ქართველთა მეფე 958–994, ერისთავთა შორის ბაგრატ III, ძე სუმბატ კურაპალატისა, ბაგრატიონი, 958-მდე ერისთავთერისთავი.
წყაროს ცნობით, მისთვის „რეგვენი“ შეურქმევიათ, როგორც ჩანს, მეფობის დასაწყისში ახალგაზრდული სიჯიუტის გამო. 990 ბ. II დავით III კურაპალატს დახმარებია ადარბადაგანის ამირა მამალანისა და სხვა ამირების შეერთებული მხედრობის წინააღმდეგ ბრძოლაში ქ. ვალაშკერტთან (სომხეთი).
წყარო: სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ, ე. თაყაიშვილის გამოც., თბ., 1949 (მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 27). ე. თაყაიშვილის გამოც., თბ., 1949 (მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 27).
ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).
ა. ბოგვერაძე