თვალაძე ვენერა სევერიანის ასული

თვალაძე ვენერა სევერიანის ასული [დ. 20. VII. 1932, სოფ. ქვაითი (ხუნწი), ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი], ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (2001). 1959 დაამთავრა თბილ. ს.-ს. ორბელიანის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტის (ამჟამად ილიას სახელმწ. უნ-ტი) ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის ფაკ-ტი. 1961–66 მუშაობდა კ. მარქსის სახ. საქართველოს სახელმწ. რესპუბლიკურ ბ-კაში (ამჟამად საქართვ. პარლამენტის ი. ჭავჭავაძის სახ. ეროვნ. ბ-კა). 1966-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. საბიბლიოთეკო სასწავლებელში, 1983-იდან – სპი-ში პოლიტ. პარტიების ისტორიის, პოლიტოლოგიისა და საერთაშ. ურთიერთობების კათედრაზე. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები, მ. შ. რამდენიმე მონოგრაფია, სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო.

თ. არის ომისა და შრომის ვეტერანი, ღირსების ორდენის კავალერი