თვალთვაძე ფატმან (ფატი) ანტონის ასული

თვალთვაძე ფატმან (ფატი) ანტონის ასული (18. XI. 1897, წალენჯიხა, – III. 1973, თბილისი), მწერალი, მთარგმნელი. 1914 დაამთავრა კერძო გიმნაზია ქუთაისში. 1915 სწავლა დაიწყო მოსკ. გერიეს უმაღლეს ქალთა კურსების ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტზე, მაგრამ უსახსრობის გამო მესამე კურსიდან სწავლას თავი დაანება და სამშობლოში დაბრუნდა. 1925-იდან ცხოვრობდა მოსკოვში და რუსულ ენაზე თარგმნიდა ქართვ. მწერალთა ნაწარმოებებს. მათგან აღსანიშნავია: კ. გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა" (1942), ა. ყაზბეგის „რჩეული" (ორ ტომად, 1948), ვაჟა-ფშაველას „რჩეული" (1957), ე. ნინოშვილის „რჩეული", რ. გვეტაძის „მოთხრობათა კრებული" (1947), რ. ბეჟანიშვილის „სამამულე რქა" (1961), ო. იოსელიანის „ვარსკვლავთცვენა"(1963), გ. აბაშიძის „ლაშარელა"(1968), ს.-ს. ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში" (1969) და სხვ.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ნ. ჩიხლაძე