თვალიაშვილი ლამარა ალექსის ასული

ლ. თვალიაშვილი

თვალიაშვილი ლამარა ალექსის ასული (დ. 3. IV. 1935, თელავი), ორთოპედ-ტრავმატოლოგი, სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1987), საქართვ. დამს. გამომგონებელი (1988), სსრკ გამომგონებელი (1983).

1961 დაამთავრა თსსი. 1969-იდან მუშაობს ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (ახლანდ. აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი).

თ-ის სამეცნ. მუშაობის ძირითადი სფეროა დისტრაქციული მეთოდის გამოყენებით მტევნის და ტერფის ანომალიების და დაზიანებების მკურნალობა.

თ. არის მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 7 გამოგონების და 18 რაციონალური წინადადების ავტორი.