ალექსანდრე ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (გ. 23. XI. 1737), კახეთის მეფის დავით II-ის (იმამყულიხანის) უფროსი ვაჟი, მაჰმადიანური სახელები – ალი-მირზა, ასან-მირზა.
1735 თამაზ ყული-ხანმა (1736-იდან ნადირ-შაჰი) ქართლ-კახეთის მმართველად დანიშნა, შემდეგ – კახეთის ნაიბად. ქართლ-კახეთის მოსახლეობის ანტიირან. გამოსვლების დროს ებრძოდა აჯანყებულებს. 1737 ირანელებმა გადააყენეს. სცადა კახეთში გაბატონება, მაგრამ სპარს. ტრადიციებზე აღზრდილი, მაჰმადიანი ა. ბ. ვერ დაუპირისპირდა თეიმურაზ II-ს, იძულებული გახდა შერიგებოდა შაჰს და გაემგზავრა ირანში. იქ მეთაურობდა შაჰის გვარდიის ქართ. რაზმებს. მონაწილეობა მიიღო ნადირშაჰის ავღ. ლაშქრობაში. დაიღუპა ყანდაარზე იერიშის დროს.
წყარო: ორბელიანი პ., ჰამბავნი ქართლისანი, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1981.
ლ. ტუხაშვილი