ავადჰარა

ავადჰარა, საბჭ. პერიოდში მთის კლიმატური და ბალნეოლ. კურორტი გუდაუთის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის ქედის სამხრ. ფერდობზე, მდ. ავადჰარის ხეობაში. ზ. დ. 1700 მ. გუდაუთიდან 75 კმ, სოხუმიდან – 115 კმ, თბილისიდან – 560 კმ.

კურორტის ტერიტ. წიწვიანი ტყით არის დაფარული. კლიმატი ზომიერია, იცის გრილი ზაფხული (აგვ. საშ. ტემპ-რა 13,8°C) და ზომიერად თბილი დიდთოვლიანი ზამთარი (იანვ. საშ. ტემპ-რა –6,7°C). ნალექების წლ. რაოდენობა 2280 მმ. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 1900 სთ. ბუნებრივი სამკურნ. ფაქტორებია მთის ჰავა, რ-იც მაღალი სამკურნ.-პროფილაქტ. თვისებებით ხასიათდება და განსაკუთრებით ეფექტურია ფილტვების დაავადების დროს, და ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი მინერ. წყალი „ავადჰარა“.

ა-ში ფუნქციონირებდა 150-ადგილიანი პანსიონატი. 1982 დამუშავდა ა-ის გენ. გეგმა (შეთავსებული დეტალური დაგეგმარების პროექტთან). პროექტის ავტორია არქიტ. ა. სიჭინავა.

ა. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

გ. უშვერიძე

ე. ბაგრატიონი