არაშენდა

არაშენდა, სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში (კახეთის რეგიონი), გომბორის ქედის სამხრ.-დას. კალთაზე, მდ. ლაკბის (ივრის მარცხ. შენაკადი) ზემო დინებაში. თემის ცენტრი (სოფლები: ა., დარჩეთი, ზიარი, ფხოველი, ქოდალო). ზ. დ. 760 მ, გურჯაანიდან 26 კმ. 1,1 ათ. მცხ. (2014).