არაშენდა

არაშენდა, სოფელი გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. ლიახვის ხეობაში. ზ. დ. 660 მ, გორიდან 10 კმ. რკინიგზის ბაქანი. 646 მცხ. (2014). სოფლის სამხრ.-აღმ-ით, მთაზე, დგას რიყის ქვით ნაგები მთავარანგელოზის ეკლესია. ინტერიერში საკურთხევლის წინ ქვის კანკელია. აღმ. ფრონტონის თავზე ქვისგან გამოკვეთილი ცხვრის თავის გამოსახულებაა. აღმ-ით, სოფლის განაპირას, სასაფლაოზე, ფერისცვალების (ღვთისმშობლის) ეკლესიაა. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. აღმ. ფასადის კეხში ჩასმულია ქვაჯვრის რელიეფი. ორივე ეკლესია ერთნავიანია და გვიანდ. შუა საუკუნეებით თარიღდება.