თავხელიძე პლატონ ნოშრევანის ძე

თავხელიძე პლატონ ნოშრევანის ძე (1. I. 1902, სოფ. ფერსათი, ახლანდ. ბაღდათის მუ­ნი­ცი­პა­ლიტე­ტი, – 9. V. 1989, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1972), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979). 1927 დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი. მუშაობდა სხვა­და­სხვა სამეცნ. დაწესებულებებში. 1934–36 იყო ჟურნ. „პარტიული მშენებლობის" რედაქტორი. მუშაობდა სა­ქართვ. კომპარტიის ისტ. საკითხებზე. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები.