აბუხალო

აბუხალო, უღელტეხილი ქარელის მუნიციპალიტეტში, მდ-ების ტანისა და ძამის წყალგამყოფ საცხენისის ქედზე. ზ. დ. 2200 მ. გადასასვლელი მდ. ტანის (ატენის ხეობა) სათავეებიდან (გორის მუნიციპ-ის სოფ. ქვემო ბოშურიდან) მდ. ძამის ხეობაში (ქარელის მუნიციპ-ის სოფ. გვერძინეთში).