ბაზალეთი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), ბაზალეთის პლატოზე, მდ. ტინისხევის (არაგვის აუზი) მარცხ. ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ბ., ბაგა, გრიგოლაანთკარი, ვარსიმაანი, ლაზვიანი, მლაშე, ნაგლიანთკარი, პირმისაანი, საკრამულო, საშაბურო, უნდილაანთკარი, ყასრიმაანთკარი, ჩანადირთკარი, ჩირდილელიანთკარი, ჩუბინიანთკარი, ძველი საკრამულო, ჭონტილი). ზ. დ. 100 მ, დუშეთიდან 7 კმ, მცხეთიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 35 კმ. 758 მცხ. (2014).
1626 ბ-ის მიდამოებში გაიმართა ბაზალეთის ბრძოლა (იხ. აგრეთვე ბაზალეთის სამაროვანი).