ბაზალეთი, სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (იმერეთის რეგიონი), მდ. ჩხერიმელისა და მისი მარჯვ. შენაკადის ყორნების წყალგამყოფზე. თემის ცენტრი (სოფლები: ბ., ქროლი, ღარიხევი, წიფა). ზ. დ. 560 მ, ხარაგაულიდან 5 კმ. 290 მცხ. (2014).
სოფელში დგას დიდი ქვიშაქვის კვადრებით ნაგები წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია (XIX ს.) აგრეთვე შუა საუკ. ციხე.