ბადრიძე გიორგი ივანეს ძე

ბადრიძე გიორგი ივანეს ძე (16. III. 1869, ქუთაისი, – 1. IX. 1938, იქვე), პედიატრი და საზოგადო მოღვაწე.

1894 დაამთავრა მოსკ. უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. 1894–96 მოსკ. შინაგან სნეულებათა კლინიკის ორდინატორი იყო, 1896–98 მუშაობდა თბილ. მიხეილის საავადმყოფოს თერაპიულ განყ-ბაში, ხოლო 1898–1906 – ქ. ნახიჩევანში ექიმად, 1906-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ქუთაისში.

მისი თაოსნობით დას. საქართველოში გაიხსნა ბავშვთა სამკურნ.-პროფილაკტ. დაწესებულებები და თავშესაფრები. ქართ. ჟურნალ-გაზეთებში („მოამბე“, „განთიადი“, „ივერია“, „დროება“ და სხვ) აქვეყნებდა სამეცნ.-პოპულ. სტატიებს მედიცინის ისტ., ჰიგიენის, ფილოს. და სხვა საკითხებზე. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. იყო ქუთ. სამედ. საზ-ბის წევრი.

ლიტ.: მ ხ ე ი ძ ე  გ., ექიმი გიორგი ბადრიძე, თბ., 1965.

მ. შენგელია