ასმაში, მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. განშტოებაზე, მდ. ტვიბერის (ენგურის აუზი) სათავეში. სიმაღლე 4057 მ. კარგად არის გამოხატული თანამედროვე გამყინვარება. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. მისასვლელი გზა – ტვიბერისა და მურყვამის მყინვარებიდან.
მ. უთმელიძე