ასმაში, უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. განშტოება გვალდის ქედზე, მდ. მულხრის (ენგურის მარჯვ. შენაკადი) აუზში. სიმაღლე 3700 მ. მყინვარ ტვიბერის აუზს აკავშირებს მყინვარ ლეხზირის აუზთან. დაფარულია თოვლითა და მყინვარებით.